ამერიკელი ჯერემი მიქსი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ როდესაც მას პოლიცია იჭერდა, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. სოციალურ ქსელში უმოკლეს დროში მოიპოვა „ყველაზე ლამაზი დამანაშავის“ სტატუსი და სწორედ ამის საშუალებით ნათელი მომავალი უზრუნველყო.
ამ დღეებში, ჯერემის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა. მიქსმა პოდიუმზე Philipp Plein-ის ტანსაცმელი წარადგინა, დარბაზში კი მის გამოსვლას მადონა, კაილი ჯენერი, პერის ჰილტონი და სხვა ცნობილი სახეები აფასებდნენ.
2014 წელს, ჯერემი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს. ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში მოხვდა, უზომოდ პოპულარული გახდა. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს მან უამრავი შეთავაზება მიიღო ამა თუ იმ კომპანიისგან, 2016 წლის მარტში, გათავისუფლებისთანავე კი მან სამოდელო სააგენტოსთან White Cross კონტრაქტი გააფორმა.



