LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის ორი თვითმფრინავის ჩამორთმევის ნებართვა გასცა

137
abramovich

აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს, რუსეთში ამერიკული წარმოების ორი თვითმფრინავის ლიცენზიის გარეშე ექსპორტის გამო, ბრალი წაუყენა.

მედიის ცნობით, ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ დღეს ხელი მოაწერა ორდერს, რომელიც სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, აბრამოვიჩის კუთვნილი ორი თვითმფრინავის – Boeing 787 Dreamliner-ისა და Gulfstream G650ER-ის ჩამორთმევის ნებართვას იძლევა.

პროკურორები აცხადებენ, რომ ორივე თვითმფრინავი მარტში, რუსეთში გაფრინდა, რაც აშშ-ის მიერ, უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს არღვევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები