ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში „ოუშენის 8 მეგობრის“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი როლის შემსრულებლები – კეიტ ბლანშეტი, სარა პოლსონი, სანდრა ბალოკი, ენ ჰეთევეი და მინსი კალინგი გამოჩნდნენ.
ქალბატონები ფოტორეპორტიორების წინაშე ხელჩაკიდებულები გავიდნენ, ხოლო რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ მათ სიცილის შეკავება ვერ შეძლეს.
ფილმი დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი 7 ივნისია.