LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

178
12პატიკო

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. პაატა იმნაძის თქმით, გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია. საზღვარგარეთ ქართველის კორონავირუსით გარდაცვალების ეს უკვე მე-5 შემთხვევაა. იმნაძის განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  და საქართველოს საელჩო აშშ-ში გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტში არიან.

“სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ. ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა. ის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცია. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ში საქართველოს საელჩო კონტაქტში არიან გარდაცვლილის ოჯახთან, ისევე როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი განმარტებით, გარდაცვლილის გარდა ახალი კორონავირუსისა, სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g