LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

127
ღვინო

ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის  „Colangelo&Partners” ორგანიზებით ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია და მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე  სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები.

ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაცნობოდნენ.

ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება იყო ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები