LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში Tiffany-ის კაფე გაიხსნება

75

ნიუ-იორკში Tiffany-ის კაფე გაიხსნება. უფრო სწორედ კაფე Tiffany & Co-ს ბუტიკის ტერიტორიაზე განთავსდება. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ადგილია სადაც ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟი კროასანს მიირთმევდა. დაწესებულებას „Blue Box“ დაერქმევა, რაც საიუვილერო ნაკეთობების შესაფუთად გამოყენებული ყუთის ოფიციალური სახელია.

ბრენდის წარმომადგენელთა განცხადებით, ამიერიდან იმ ადამიანებს ვისაც შოპინგთან ერთად წახემსებაც ენდომება, ოდრის პერსონაჟივით ფეხზე დგომა აღარ მოუწევთ. ღია კაფე სტუმრებს ცენტრალური პარკის ულამაზეს ხედთან განთავსებულ მაგიდებს შესთავაზებს.

საინტერესოა, რომ “Blue Box”-ში საუზმის ღირებულება 29 დოლარი, სადილის კი – 39 დოლარი იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები