ნიურბურგრინგზე „უკონტაქტო ტურისტული მსვლელობები“ იწყება – ტრასა ყველა ავტომობილისთვის გაიხსნა. მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ბილეთის აღებაა საჭირო. „უკონტაქტო“ რბოლის დროს კი ავტომობილიდან გადმოსვლა მკაცრადაა აკრძალული.
„მონაწილეთა ჯანმრთელობა – ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ტრასაზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად გავამკაცრეთ, რათა პანდემიის პირობებში ავტომოყვარულებმა თავი მშვიდად იგრძნონ“ – განაცხადა ნიურბურგრინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ 17 წუთიან ვიდეო–რგოლში ჩანს, რომ ერთ–ერთ ყველაზე საშიშ ტრასას სხვადასხვა ბრენდისა და წლის ავტომობილები იპყრობენ. მსვლელობის დროს მანქანაში ორ ადამიანზე მეტის ყოფნა დაუშვებელია და ნიურბურგრინგის სიახლოვეს მდებარე ყველა პარკინგიც დახურულია.