LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ჯავახიშვილი: ორმოებს ერთხელ და სამუდამოდ ამოვავსებთ

50

ორმოები საქართველოში ყოველთვის იყო და თუ ვინმემ ამას ნარმანიას სახელი დაარქვა ალბათ, ცინიკოსია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა დავით ნარმანიას როგორც მენეჯერს და რას ფიქრობდა იგი დედაქალაქში არსებულ ნარმანიას სახელობის ორმოებზე, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ნარმანიას შეფასებას არ აპირებს.

”62 წლის ვხდები წელს და ორმოები საქართველოში ყოველთვის ძალიან ბევრი იყო. უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. ვიღაც ენაკვიმატმა რომ ამას ნარმანიას სახელი დაარქვა, ალბათ, ცინიკოსია”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები ისრაელში და ერევანში იმყოფებოდნენ და უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ სპეციალური შემადგენლობის ნარევს, რომელიც ორმოების ამოსავსებად გამოიყენება.

”ვფიქრობ, ორმოებს ერთხელ და სამუდამოდ ამოვავსებთ არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. გაცილებით ადვილად და წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g