LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ჯავახიშვილი: პროექტების განხორციელება უნდა დავაჩქაროთ ისე, რომ არ დაქვეითდეს ხარისხი

99

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტური პროექტების განხორციელების დაჩქარების მომხრეა.

მისი თქმით, ის, რისი გაკეთებაც ”გუშინ სამ თვეში შეიძლებოდა, დღეს თვენახევარში უნდა გაკეთდეს”.

”აქ რასაკვირველია, არის  პრობლემები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბიუჯეტს დიდი შესაძლებლობა არ აქვს და იძულებულები ვართ, დონორების წესებით ვიმუშაოთ. ეს კი მარტივი არ არის. მათი პროცედურები საკმაოდ გაწერილია. დღესაც, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შეფასება-შესაწავლის სტადიის, ასევე გამარჯვებულის გამოვლენის სტადიის დროს არ დავაქვეითოთ ხარისხი, არ გავაუარესოთ მიდგომები, მაგრამ დავაჩქაროთ. საერთოდ, ჩვეულებრივი ამბავია, რომ პროექტზე მუშაობას როცა ვიწყებთ, მხოლოდ წელიწადნახევარი უშუალოდ პროექტის დაწყებას სჭირდება.” – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების ინიციატივა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g