LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური სავალუტო ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

41

24 მაისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს.

კონფერენცია ასტანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და განიხილება მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის პრობლემური საკითხები.

კონფერენციაზე, მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი.

კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრებთან, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან.

დღესვე, კონფერენციაზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, თავისუფალი ვაჭრობისა  და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g