ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინება იგეგმება.
”ინვესტიციებს ველოდებით ენერგეტიკაში, ტრასპორტის სფეროში, კავშირგაბმულობაში, ახალი ტურისტული ობიექტრები შენდება; რევოლუციური, შეიძლება ითქვას, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება საქართველოში, ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი” – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში.
”სულ ახლახან დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ჩვენ იაპონელებთან მოვაწერთ ხელს ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე” – განაცხადა ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, არსებობს ხელშესახები გეგმები, რომელთა განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწოყობს ხელს.