LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის

127
BeFunky-collage (2)

„ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის განცხადებით, არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს, მაია მამულაშვილს დააკისრა. ამის შესახებ მელაძე ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ პოსტში წერს.

იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.

TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბამისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.

სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

როგორც კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ტელევიზიას ასევე ვალდებულებად დაეკისრა იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა კახა კალაძის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გააჟღერა.

ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად“ , – წერს მელაძე.

„ფორტუნას“ თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად „ტვ პირველსა“ და მაია მამულაშვილს კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ.

რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა, მარი კაპანაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან მოსარჩელე მხარე ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა, სასამართლომ კი მას 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„რა თქმა უნდა, საქმეს ყველა ზედა ინსტანციაში გავასაჩივრებთ და მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. რაც შეეხება დაკისრებული ვალდებულების აღსრულების ნაწილს, აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანციის სასამართლოში წავაგებთ“.