LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ რუხაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

116
ნოდარ რუხაძე

სამოქალაქო აქტივისტის ნოდარ რუხაძის საქმეზე მე-8 საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქმე ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციაზე ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, მის გასამართლებასა და დასჯას (ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები).

„რადგან ეროვნულ დონეზე სამართალდარღვევათა კოდექსისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სისტემური ცვლილების რესურსი არ ჩანს და ეს არც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, ვიმედოვნებთ, შევძლებთ ევროპულ სასამართლოს დავანახოთ რეალური სისტემური საფრთხები თვითნებობისა და ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი აქტივისტთა შეკრებისა და მანიფესტაციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გარანტიების არსებითი გაუმჯობესებისთვის.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საქმეებზე ვმუშაობთ ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ის მხარდაჭერით. მადლობა მათ შესაძლებლობისთვის, რომ ასეთი პრობლემები არ დავტოვოთ ეროვნულ დონეზე და უფლების დაცვის საერთაშორისო თუ რეგიონალურ მექანიზმებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე”. – წერს ედუარდ მარიკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g