LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მეოცე საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს: გუბაზ სანიკიძე

232
გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკით მოქმედებენ.

“ბიძინას პრიმიტიული ტაქტიკაა, ერთ მხარეს ღარიბაშვილი ბნელისთვის და მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მომხრეებისთვის. რომელიც დამჭირდება, იმას წამოვწევო.” – აცხადებს სანიკიძე.

“ორი ხელით მუშაობს ივანიშვილი ერთი ხელია ბნელი, ჩვენი საზოგადოების არქაული მხარე, აქეთ ვითომ სიმართლე, ვითომ ევროპისკენ… თან საფრანგეთიდანაა ჩამოსული, ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების და აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. “ვეფხისტყაოსანი” იქ რომ წაიკითხა და უი რა კაი ყოფილაო,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მივმართავ მათ, ვისაც პოლიტიკური ფაღარათები აქვს: ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე

magti 5g