LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები მკაცრდება

453
30688637-811864382341466-5228291116804255115-n

ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას, სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში საქმეში პოლიცია ჩაერთვება. გამკაცრებული რეგულაციის მიხედვით, აბონენტებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.

თუ გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვით - დაჯარიმდებით

1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

“თბილისი ენერჯის” წარმომადგენლების განმარტებით, პრევენციის მიზნით, გაზის გაჟონვის დეტექტორის მონტაჟი სავალდებულო გახდება. მათივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტით აიკრძალება დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება.

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კომპანიებისა და მომხმარებლების პასუხისმგებლობა უნდა გაიმიჯნოს, რადგან უბედური შემთხვევების უმრავლესობა გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება.

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g