2017 წლის მაისში სამყაროს განახლებული Nokia სერიით 3310 მოევლინა. ის მთელ რიგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი „მინუსი“ მეორე თაობის მხარდაჭერა იყო.
ამიერიდან კი, ცნობილი ხდება, რომ ტელეფონის განახლებული მოდიფიკაცია მესამე თაობის სტანდარტზე მუშაობს. სიახლე 60 დოლარი ღირს და ევროპაში მისი შეძენა უკვე შესაძლებელია.
არ შეცვლილა მისი ტექნიკური მახასიათებლები – ტელეფონს კვლავ 2 მეგაპიქსელიანი გარჩევადობა, სიმ ბარათის სლოტი, ბლუთუზ-მოდული და გამძლე აკუმულატორი, რომელიც ეკონომიის რეჟიმში 30 დღემდე მუშაობის გარანტიას იძლევა.