ჩინურმა კომპანიამ HMD Global, ოფიციალურად წარმოადგინა ლეგენდარული Nokia 3310-ის პატენტი. ტელეფონის შეძენა ამ ეტაპზე მალაიზიის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პირველი პარტია ჰგავდა ორიგინალს, თუმცა მას არ ჰქონდა ლოგოტიპი Nokia. მეორე პარტიაში ეს შეცდომა უკვე გამოსწორებულია.
ორიგინალისა და პატენტის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში ის არ მუშაობს Nokia Series 30 UI-ზე, მეორე – ეკრანი გაცილებით პატარაა და მესამე, კლონებს კლავიატურის ღილაკები მკვეთრად სხვანაირი აქვს.
რაც შეეხება ორიგინალს, Nokia 3310 გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვა.

