იტალიაში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც წარმატებით თამაშობენ ქართველები.
65 წელს გადაცილებულებში კვლავ გაიმარჯვა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა. გათამაშების ცხრილში მან ზედიზედ მესამე ქულა ჩაიწერა. ამჯერად ქალბატონმა ნონამ შავი ფიგურებით ეფრენ ბაგამასბადს (ფილიპინები) სძლია. ამ ასაკშიც 3-3 ქულა 11 მოჭადრაკეს აქვს.
50 წელს გადაცილებულთა მესამე ტურში ზურაბ სტურუამ ვიქტორ პლოტკინი (კანადა) დაამარცხა, ხოლო სოფიო ტერელაძე შავი ფიგურებით ოლივერ როჩეს (საფრანგეთი) დაუზავდა. სამი ტურის შემდეგ თერთმეტი მოჭადრაკე, მათ შორის – ზურაბ სტურუა, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, სოფიო ტერელაძემ 1.5 ქულას მოუყარა თავი.
ჩემპიონატზე 18 ნოემბერს მე-4 ტურის ორთაბრძოლები გაიმართება.