LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილის სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს: ღარიბაშვილი

84
Untitled design (1)

“მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს,” – საქართველოს პრემიერ მინისტრი, ქართული ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ საქართველოს მრავალი წარმატება მოუტანა.

ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ნონა გაფრინდაშვილის ღვაწლი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული:

“ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს.

ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს. მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს.” – წერს პრემიერი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

მსოფლისოს 5-გზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულ ნონა გაფრინდაშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

მოჭადრაკე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერია.