5 თებერვალს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის ,,პულსის” სტუმარმა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელთაც კოვიდ 19, პანდემია და გლობალური ისტერია უქმნის ბავშვის ფსიქიკას.
– ბატონო ბაკურ, ბევრს ვსაუბრობთ პანდემიით შექმნილ ყოფით პრობლემებზე, ვირუსისგან პრევენციასა და ვაქცინაზე. თუმცა, ნაკლებად ვინტერესდებით იმ საფრთხით, რომელსაც ამგვარი დაძაბულობა უქმნის ბავშვის ფსიქიკას. როგორ აისახება პანდემია ბავშვის ქცევასა და მის ხასიათზე?
– ბავშვის ფსიქოლოგია მშობელთან ურთიერთობაზეა აწყობილი, რადგან ინსტიქტურადაა მიჯაჭვული მფარველს, რომელიც ყოველთვის დაიცავს. შესაბამისად ეს ბავშვის გადარჩენის უალტერნატივო სისტემაა, რადგან სხვანაირად უბრალოდ ვერ გადარჩება. სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით ადამიანის პირმშო ბევრად სუსუტი და უსუსური იბადება, თუმცა, მის გონებაში მუდმივად არსებობს დაცულობის და სიამოვნების ფენომენი, რადგან როცა ადამიანი გარანტირებულადაა უზრუნველყოფილი სითბოთი და საკვებით, საყვარელი საქმით და ფინანსური ანაზაღურებით, ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა, კარგი განწყობა კი, ახლის და საინეტერსოს შექმნის სტიმულია, მაშინ, როცა შფოთვა და დეპრესია არაფერი გაკეთების საშუალებას არ აძლევს.
ბავშვი მომართულია სიხარულით არსებობაზე, რადგან სწორედ ასეა მოწყობილი მისი ბუნება. ის ბევრად თავისუფალია, ვიდრე უფროსი, ყოველთვის შეუძლია სამყაროს კვლევა და შესწავლა, საზოგადოებრივი აზრის უგულველყოფა და გადაწყვეტილების თვითნებურად მიღება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პატარა პირდაპირი იმიტაციით და მიბაძვით სწავლობს ქცევას მშობლებისგან, რომელსაც მოგვიანებით საზოგადოებას არგებს. ფენომენები, რომელბიც სტერეოტიპულად არსებობენ და სიტუაციურად მძიმდება, ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. მაგალითად, აკრძალვების ფენომენი. სინამდვილეში ზღვარგადასული ზრუნვაც აკრძალვაა, რომელიც გარკვეულწილად დაშინებას ეყრდნობა, მაგალითად, მშობლის გაფრთხილება: “გარეთ არ გახვიდე, თორემ გაცივდები” – უკვე დაშინებაა.
არსებობს ე.წ. კლაინის და ლასტის შიშების შკალა, რომელიც ყველა ასაკში მისთვის დამახასიათებელ, დასაშვებ შიშს განსაზღვრავს. ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ არაფრის არ ეშინია – სინამდვილეში იტყუება, რადგან ყველას რაღაცის შიში აქვს, თუმცა გამოხატავს ყველა განსხავებულად. თუ ბავშვი ამბობს, რომ ეშინია ვალუტის დევალვაციის – მისი სიტყვები სასაცილოა, რადგან ის მხოლოდ უფროსების ნათქვამს იმეორებს, ისე რომ, წარმოდგენა არ აქვს, რას ამბობს. თუმცა, როცა ასაკოვანი ადამიანი ამბობს, რომ საკუთარი ჩრდილის ეშინია, უკვე სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებმა და ნევროლოგებმა კარგად იციან ამგვარი შკალის არსებობის შესახებ, ამიტომ პაციენტის ჩივილის ან მშობლის პანიკის შემთხვევაში, მშვიდად განუმარტავენ, რომ გარკვეულ ასაკში სრულიად გამართლებულია გარკვეული შიში.

პირველი ბავშვური შიში – მშობლების ანუ დაცვის და უსაფრთხოების დაკარგვის შიშია, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან თვითგადარჩენის ინსტიქტს გულისხმობს. თუმცა, როცა უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტორს ანუ მშობლებს თვითონ უჩნდებათ პრობლემები, ბევრად რთულ მდგომარეობაში ხვდება ბავშვი, რადგან მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. სწორედ ამ მდგომრეობაში არიან ახლა ბავშვები, რომელთაც ერთის მხრივ, ბავშვობის აუცილებელი ატრიბუტი – თავისუფლება შეეზღუდათ, მეორეს მხრივ კი, დავცისა და უსაფრთხოების სისტემაში დაინახეს ბზარი. ვირუსის არსებობა და მისი ახსნა ზრდასრულ ადამიანს უჭირს, ბავშვისთვის კი, პრაქტიკულად შეუძლებელია ამის გააზრება, მას თავისი პრობლემები, სურვილები აქვს და სწორედ მათი ვერ შესრულება აწუხებს, მიზეზით კი, ნაკლებად ინტერესდება. გამოსავალი ამგვარ სიტუაციაში მხოლოდ მშობლების სიმშვიდე, სტაბილურობა და პრობლემის მიმართ ობიექტური დამოკიდებულებაა, რათა თავიდან აარიდოს ბავშვს მისი ასაკისთვის არაბუნებრივი შფოთვა, დარდი და ნერვიულობა.

– რას ურჩევთ მშობლებს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ, რათა მასობრივი ისტერიის ფონზე შეუნარჩუნონ ბავშვს სტაბილურობა და არ გადასდონ საკუთარი შფოთვა?
– პირველ რიგში, უნდა უზრუნველყონ მათი ბავშვობა. მართალია, ზრდასრულთა უმეტესობას, ბავშვის სწრაფად გაზრდა სურს, რათა თვითონ შეუმცირდეს პრობლემები, მაგრამ ნორმალური ფსიქიკის ჩამოსაყალიბებლად, ბავშვმა სრულად უნდა იგემოს ბავშვობა. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს აკრძალვები, მაგრამ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ გარემო, სადაც ბავშვი მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადაიტანს ყველა შეზღუდვას და ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევას. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მშობელმა უნდა ისწავლოს ბავშვთან ურთიერთობა, მის ჭკუაზე სიარული და მისი ინტერესებების გაზიარება. ამასთანავე, კატეგრიულად აკრძალულია ბავშვის ვირუსით, დასნეულებით დაშინება და სწორედ ამ მიზეზით მისთვის აკრძალვების დაწესება. მშობლების უმეტესობა ბავშვეს გაჯეტებს სთავაზობს, რათა გაართოს და დროებით მაინც დაისვენოს მისგან, მაშინ როცა ბევრად მარტივი და სასარგებლოა ეზოში გაყვანა და მასთან ერთად გართობა. აუცილებელია, ბავშვის შიშების გათვალისწინება, თუ ის ასაკობრივ ნორმას ერგება, მაშინ დასაშვებია, მაგრამ არსებობს შეძენილი შიშებიც, რომელთაც მისთვის ჩვეულ გარემოში, თუნდაც ოჯახში მშობლებისგან სწავლობს. მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხება, რაც არა მის კვებას, ჩაცმას და დახურვას, არამედ მისთვის ნორმალური გარემოს, მისაღები პირობების შექმნას გულისხმობს.


