LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია ელექტრომობილებისთვის ნამდვილი სამოთხეა

52

ნორვეგია ელექტრომობილების პროცენტული მაჩვენებლით ლიდერობას ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ის ელექტრომობილებისთვის ნამდვილი სამოთხეა და ისინი ნორვეგიის ავტოპარკის 37%-ს შეადგენენ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათების დამსახურებით ელ-მობილების პოპულარობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. უკვე რამდენიმე წელია, რაც მათ მფლობელებს დამატებითი გადასახადების გადახდა არ უწევთ და ასევე ფასიანი გზებითა თუ ავტოსადგომებითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ნორვეგიელებმა 100 ათასამდე ელექტრომობილი შეიძინეს, ხელისუფლებას კი ბევრად ამბიციური გეგმები აქვს. ისინი იმედოვნებენ, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში დიზელზე მომუშავე მანქანა საერთოდ აღარ დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები