LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიაში არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი“ მნიშვნელობის მიზნებით – ნორვეგიის მთავრობა

128
ნორვეგია ოსლო

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

ნორვეგიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“.

გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება. გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g