ნორვეგიის მთებში კაცობრიობის საკვების მომავალი ინახება – როგორია „აპოკალიფსის საცავი“
ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე, კლდოვანი მთის სიღრმეში, უნიკალური საცავია განთავსებული, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს - მცენარეთა თესლს იცავს. „სვალბარდის გლობალური თესლის საცავი“, რომელსაც ხშირად „აპოკალიფსის საცავსაც“ უწოდებენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული მილიონობით თესლის ნიმუშის სარეზერვო კოლექციას ინახავს.
