ნორვეგიაში „ტესლას გადასახადი“ მოიგონეს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში დამატებითი პუნქტი – ელექტრომობილების გადასახადია გათვალისწინებული, რასაც ჟურნალისტებმა „ტესლას გადასახადი“ დაარქვეს. გამოცემა „VG“-ის ინფორმაციით, სიახლე ყველაზე მეტად სწორედ Tesla Model S-სა და Model X-ს შეეხება. გადასახადის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ელექტრომობილების მფლობელებს 7000-დან 70000 კრონამდე თანხის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ სიახლემ ავტომოყვარულთა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა და ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გადასახადის დაწესებით ელ-მობილთა მიმართ მოთხოვნა ძალიან შემცირდება.