LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოშრევან ნამორაძე: მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ოთხმა პარტიამ აიღო დანარჩენი ხმები და მაქვს კითხვა, იქამდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ოპოზიცია არ მოიგებს? გამორიცხულია

226
ნოშრევან ნამორაძე

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდნენ. ქვეყანა 12 წელია, სწორად მიდის და მსგავსი გადახვევა არ ყოფილა, არავის, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონია პრეტენზია, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყო რაიმე აცდენა, ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, ასეთი რამ არ ყოფილა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მეთორმეტე წელს ზოგ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენების მხრიდან მათ აღქმაში დადგა, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზირებული, სცენარი დაწერილია ჩვენს ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება, ამ სცენარით მიდის მუშაობა და ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად, შეატოვეს, იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ასეთი ტემპერატურის გაცხელება. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, იცით, ვისაც ვგულისხმობ, კონკრეტულად ოპოზიციას. იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ დღეს მაგალითად, მთავრობას, ხელისუფლებას და ზოგადად ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. აქ არავის არაფერი არ უნდა, აქ უნდა ყველას მშვიდობა, რაც გამოაცხადა პრემიერმაც, რაც განაცხადა თითოეულმა ბიზნესმენმაც.

მთელი განვლილი გზა 12 წლის განმავლობაში, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება, არა, პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა. ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს და ვერ დავისვენეთ საერთოდ. ბევრი კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.

როგორც ნამორაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებსაც.

„ვილაპარაკეთ არჩევნებზეც. მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ოთხმა დანარჩენმა პარტიამ აიღო დანარჩენი ხმები და კითხვა მაქვს, რას ნიშნავს, იქამდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ისინი არ მოიგებენ? გამორიცხულია. 12 წელია, სიწყნარეა და სიწყნარე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g