LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოტრ-დამის გახსნაზე ფარელ უილიამსმა Happy შეასრულა

109
Olivia_Wong_Chesnot-1392x884

7 დეკემბერს, ხუთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, ნოტრ-დამი საზეიმოდ გაიხსნა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონია პომპეზურად შედგა.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობა ფარელ უილიამსმა მიიღო. ისტორიული კათედრალის წინ, არტისტმა ჰიტი – Happy შეასრულა. 2013 წელს, ანიმაციისთვის – ,,საზიზღარი მე 2” შექმნილი კომპოზიცია, მან გოსპელის გუნდის თანხლებით იმღერა.

ცნობისთვის, 86-ე ,,ოსკარებზე” ფარელს საუნდტრეკისთვის ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაცია მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს ხანძარის შედეგად დაზიანდა, ხუთი წლის შემდეგ კი, ხელახლა გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები