უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შესახებ განცხადებებს, რუსული გამოცემა, “ნოვაია გაზეტა” სოციალური ქსელიდან და საიტიდან შლის.
მიზეზი არის კანონი, რომელიც რუსეთის დუმამ დღეს მიიღო და რომელიც რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 15 წლიან დაპატიმრებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მიხედვით, “ყალბ ინფორმაციაა” ნებისმიერ ისეთი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც კრემლის ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა.
„სამხედრო ცენზურა რუსეთში სწრაფად გადავიდა ახალ ფაზაში: პუბლიკაციების დაბლოკვის და დახურვის საფრთხიდან (თითქმის სრულად განხორციელებული) იგი გადავიდა სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხეზე როგორც ჟურნალისტების, ისე მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზებისგან განსხვავებულ ინფორმაციას საომარ მოქმედებებზე. ეჭვგარეშეა, რომ ეს საფრთხე განხორციელდება“, – აღნიშნავს ნოვაია გაზეტა.
“ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და უკომპრომისო ჟურნალისტებისგან შემდგარი გუნდია რუსულ მედიაში. ეს გამოცემა აშუქებდა ჩეჩნეთის ომის, გლობალური და რუსული კორუფციის, ადამიანების დევნისა და უფლებების დარღვევის თემებს.