LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნოვაია გაზეტამ” მუშაობა შეაჩერა – რა მიზეზებს ასახელებს რუსული გამოცემა

72
Untitled design (1)

რუსული ოპოზიციური გაზეთი “ნოვაია გაზეტა” გაზეთის ბეჭდური სახით გამოცემას აჩერებს იმ დრომდე, სანამ უკრაინაში “სპეციალური ოპერაცია” არ დასრულდება.

რედაქციამ გადაწყვეტილება დღეს, მას შემდეგ მიიღო, რაც როსკომნადზორისგან გაფრთხილება მეორედ მიიღო.

სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას შეაჩერებს ვებ-გვერდიც.

როგორც BBC წერს, დღეს ცნობილი გახდა, რომ ზედამხედველობის სააგენტომ მედიასაშუალებას მეორე წერილობითი გაფრთხილება მისცა. მიზეზი კი სავარაუდოდ, იყო არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოელი აგენტის ხსენება, რა მასალაზეა საუბარი, აღნიშნული არ არის.

“როსკომნადზორისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოცემას ქსელებში და ბეჭდური სახით – “უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დასრულებამდე”, – განაცხადეს რედაქციაში.

გამოცემის ტელეგრამ-არხზე აღნიშნულია, რომ წელიწადში როსკომნადზორის ორი გაფრთხილება მედიასაშუალებას ლიცენზიის გაუქმებით ემუქრება.

“ნოვაია გაზეტა” 1993 წლიდან გამოდის და ეს მისი მუშაობის შეჩერების პირველი შემთხვევაა.

როგორ აგრძელებენ დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებები მუშაობას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:

„როსკომნადზორი“ რუსულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გავრცელებას უკრძალავს

32-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ, “ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ მოსკოვში რადიოს დახურვა გადაწყვიტა

რუსეთი ოპოზიციურ მედიებს ემუქრება – „დოჟდს” და “ეხო მასკვის” „რადიო თავისუფლებაც“ მიემატა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g