LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, ოჯახს და ცოლს 5 შვილით აქ არ აცხოვრებდა” – ნიკო კვარაცხელიას მამიდა

5522
BeFunky-collage (5)

ნიკო კვარაცხელიას მამიდა აცხადებს, რომ მის ძმისშვილს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ჰქონია.

“პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. ძალიან გთხოვთ, ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ ჰქონია. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს, ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ქონოდა, თავის ცოლ-შვილს თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა.

ჩვენ, ნათესავები ამდენი წელია, აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, რადგან ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. ჩაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი. ნიკოს დაფასებისთვის, ჩემი უსაყვარლესი ძმისშვილის ხსოვნისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დამიმახინჯოთ სიმართლე“, – აღნიშნა ნანი კვარაცხელიამ.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 და 1999 წელს დაბადებული პირები, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ, 10-ჯერ გაისროლეს და მიიმალნენ – შსს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები