LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დამტოვებთ მარტო” – ზაზა სარალიძის დედის მიმართვა აქციიდან

91

„ნუ დამტოვებთ მარტო,“- ასე მიმართა ზაზა სარალიძის დედამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

მარინა ბეგაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გვერდით შვილი არ ჰყავს, თუმცა ბრძოლას არ შეწყვეტს.

“იქნებ როგორმე მივაღწიოთ სამართალს თქვენი დახმარებით. მარტო იდგა ზაზა აქ, რამდენიმე ადამიანთან ერთად 47 დღე, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. რაც მეტი ვიქნებით, მგონი უფრო გამოიფხეკენ ყურებს ჩვენი სამართალდამცავები და დასჯიან მკვლელებს და მათ ხელის დამფარებლებს. უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ დამტოვებთ მარტო. მე შვილი აღარ მყავს აქ, გვერდით, თქვენი იმედი მაქვს ყველასი”- თქვა სარალიძის დედამ.

ცოტა ხნის წინ მარინა ბეგაძემ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

აქცია თბილისის პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. მას შეუერთდნენ პარტია გირჩისა და ევროპული საქართველოს წევრები. ასევე, ზაზა სარალიძეს აქციაზე მხარდაჭერას უცხადებენ თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები