LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი!“ – პაატა მანჯგალაძე

121
პაატა მანჯგალაძე

„პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მანჯგალაძე აცხადებს, „თავისუფლება თავისით არ მოვა და ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ!“:

„პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას! ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი! არ დაიჯერო, რომ რეჟიმი ურღვევია! – მისი ძალა ჩვენს შიშზეა აგებული. ნუ გაჩუმდები, როცა სიმართლე იცი! – დუმილი ბოროტებას აძლიერებს. ნუ დაელოდები სხვას! – თავისუფლება თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ! და ბოლოს – არ იყო მონა და ლაჩარი! ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე გვეშველება რამე?! – კი, თუ ამ წესებს ყველა დავიცავთ!“– წერს პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“.

მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g