LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გაართულებთ ჩვენ შორის დიალოგს – თურნავა რესტორნებს აფრთხილებს

87
145328923-3743459972410301-3416108497220594604-o

იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, გასაგებია, რომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც 6 თებერვლიდან რესტორნების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და მათი ამუშავების საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის განმარტებით, რესტორნები დაუმორჩილებლობის გამოცხადებით მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გააფუჭებენ.

„ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება,“- განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g