“ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალ პაციენტს კონტაქტი ბოლნისში, დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდა.
“ჩვენათან 30 დადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა უცვლელია, კვლავ 2 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, მცირე პროგრესი შეინიშნება. გუშინ გაეწერა 1 გამოჯამრთელებული”.
მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი კარგი შედეგების, ეპიდსიტუაციის გამოსწორების და აკრძალვების მოხსნისა, მოსახლეობამ თვითშეზღუდვები მაინც უნდა დაიწესოს, რათა ქვეყანამ მიღებული შედეგის შენარჩუნება შეძლოს.
“თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ნუ გავთამამდებით, მაინც გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება, აკრძალვების მიუხედავად. მე ახლაც გთხოვთ თვითშეზღუდვები დავიწესოთ, თავი შევიკავოთ სახლიდან გასვლისგან აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.