LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ჰგონია ნიკა მელიას, რომ დედამიწა და „ქართული ოცნება” მის გარშემო ტრიალებს: ანრი ოხანაშვილი

48
ანრი ოხანაშვილი

„ნუ ჰგონია ნიკა მელიას, რომ დედამიწა და „ქართული ოცნება” მის გარშემო ტრიალებს“, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, ნიკა მელია ამნისტიაზე და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზეა დამოკიდებული, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობოთ შედგა.

ოხანაშვილის განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მთავარი სულისკვეთებაა, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიღება მოხდეს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადაიყვანს და უარს იტყვიან რადიკალიზაციასა და ესკალაციაზე.

ის რომ საპატიმრო დატოვა არ ნიშნავს, რომ მისი საკითხი დახურულია – თალაკვაძე მელიაზე

მედიატორის დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ისეთი ამნისტიის აქტი უნდა მივიღოთ, რომელიც ყველა პარტიას შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და უარი თქვან რადიკალიზაციასა და ესკალაციაზე. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე დაინიცირდა ჩვენ მიერ ის პროექტი, რომელმაც ადამიანების ბედით მანიპულაციის შესაძლებლობა არცერთ პარტიას არ უნდა მისცეს.

არ არის მარტივი, ვაპატიოთ, ვინ რა ჩაიდინა და დავიწყოთ სხვა პოლიტიკური თანამშრომლობა. ამ სულისკვეთებითაა ეს კანონპროექტი დაინიცირებული. რაც შეეხება ნიკა მელიას აზრს, მას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ნუ ჰგონია, რომ მის გარშემო დედამიწა და „ქართული ოცნება” ტრიალებს. ის არის ამნისტიაზე დამოკიდებული და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობოთ შედგა. ეს არა ნიკა მელიას, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კეთდება და იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღებული პასუხისმგებლობა დაიცვან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g