LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მეკამათები რა,… სკოლა დაამთავრეთ თქვენ? ახლა რა მინ­და, გას­წავ­ლოთ – პრემიერი ჟურნალისტს

427
პრემიერი

პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ტვ პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რეს­და – იყე­ნებს თუ არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” სა­ხელმწი­ფო უწყე­ბებს არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად, პრემიერი პასუხობს:

“გა­სა­გე­ბია, რომ თქვენ ხართ ძა­ლი­ან პა­ტა­რა და ვერ მო­ეს­წა­რით სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლი­ან ცუდ პე­რი­ოდს. ალ­ბათ, არ გახ­სოვთ, ჩარ­თეთ “იუ­თუ­ბი”, გა­და­ახ­ვი­ეთ, თქვენს მე­ზობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ყვე­ლას მო­უს­მი­ნეთ და შე­ის­წავ­ლეთ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი”, – ასე უპა­სუ­ხა:

სააკაშვილი შიმშილობს, თუ დიეტაზეა, მოგვიანებით განმარტებას გავაკეთებ, მაგრამ თავად იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს – ღარიბაშვილი

“ნა­ხეთ, რო­გო­რი კი­თხვა აქვს რა, სოფო, მო­მის­მი­ნე, რამ­დე­ნი წლის ხარ?” – მი­მარ­თა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლისტს.

„22-ის“, – უპასუხა ჟურნალისტმა.

“ნახე, გა­სა­გე­ბია, რომ თქვენ ხართ ძა­ლი­ან პა­ტა­რა და ვერ მო­ეს­წა­რით მის ძა­ლი­ან ცუდ პე­რი­ოდს, ალ­ბათ, არ გახ­სოვთ, ჩარ­თეთ “იუ­თუ­ბი”, გა­და­ახ­ვი­ეთ, თქვენს მე­ზობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ყვე­ლას მო­უს­მი­ნეთ და შე­ის­წავ­ლეთ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი”, – თქვა პრე­მი­ერ­მა.

პრემიერსა და ჟურნალისტს შორის შემდეგი სახის დი­ა­ლო­გი შედ­გა:

ნუ მე­კა­მა­თე­ბი რა, და­მამ­თავ­რე­ბი­ნე, სკო­ლა და­ამ­თავ­რეთ თქვენ?

და­ვამ­თავ­რე.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობთ?

და­ვამ­თავ­რე.

 ახლა რა მინ­და გას­წავ­ლოთ, როცა რეს­პონ­დენტს უს­ვამთ კი­თხვას, და­ამ­თავ­რე­ბი­ნეთ პა­სუ­ხი.

ჩა­კი­თხვის უფ­ლე­ბა ხომ მაქვს?!

ახლა მე გე­ტყვი შემ­დეგ რა­ღა­ცას, თქვენ რომ ის­წავ­ლოთ და რომ და­ა­რი­გოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც. არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე რო­დე­საც ლა­პა­რა­კობთ რო­გორც პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ რო­გორც პარ­ტი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ას და რო­გორც პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვისტს, თქვენ ხართ აქ­ტი­ვის­ტი, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” აქ­ტი­ვის­ტი ხართ თქვენ ახლა და სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენთ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს არ­ჩევ­ნებს აყალ­ბებ­დნენ. პირ­და­პირ ათა­სო­ბით ბი­უ­ლე­ტენს ყრიდ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში და მე­ო­რე, თქვენ რომ სა­უბ­რობთ გა­ყალ­ბე­ბა­ზე სა­ერ­თოდ, ეს არის დიდი უხერ­ხუ­ლო­ბა, დიდი სირ­ცხვი­ლი. ორი მა­გა­ლი­თი გუ­შინ და­ვა­სა­ხე­ლე, ცა­გე­რი და ბაღ­და­თი, 45 ხმა და­აკ­ლდა ჩვენს კან­დი­დატს ცა­გერ­ში და 55 ხმა – ბაღ­დათ­ში, ჩვენ რომ რა­ი­მე არა­კა­ნო­ნი­ე­რის გა­კე­თე­ბა გვდო­მო­და, ჩვენს ხელ­შია ყვე­ლა რე­სურ­სი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და ამის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ამას არ ვკად­რუ­ლობთ,

ეს არ არის ჩვე­ნი ხელ­წე­რა, ჩვენ ვართ ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს ატა­რებს”, – აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სიმულანტობით უნდა მოხვდეს კერძო კლინიკაში, იქიდან კი 30 ოქტომბერს მხარდამჭერებმა უნდა გაიყვანონ – პრემიერი სააკაშვილის გეგმებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g