LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო… დღეს ილია მამისაკენ გაეშურა, არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას” – რა ისტორიას ჰყვება დატო მაღრაძე ილია ელოშვილზე

5620
Untitled design (8)

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას დღეს მრავალი ადამიანი ეხმიანება და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს.

დავკარგე ძვირფასი ადამიანი, ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს, შეუძლებელია, გადმოვცე, როგორ ვგრძნობ თავს: კალაძე ილია ელოშვილზე

ილია ელოშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პოეტი დათო მაღრაძეც და ისტორიას იხსენებს:

“აფხაზეთში ომია… ქართველი ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მოსახლეობას პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან აწვდიან ახალ-ახალ რეპორტაჟებს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟისას, წამით ეკრანზე გაკრთა კადრი – პირტიტველი ჭაბუკი, ხელში ავტომატით და სიგარეტით მიმართავს ოპერატორს: – ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო… ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამამ იცის, რომ შვილი სამშობლოსათვის თავს წირავს, თუმცა ეს თავგანწირვა მამაშვილობის ფაქიზი სიმების ჰარმონიას არ არღვევს. ყმაწვილი კაცი ილია ელოშვილია, მამა ცნობილი ქართველი ვაჟკაცი და სახელმწიფო მოღვაწე ომარ ელოშვილი.

დღეს ილია მამისაკენ გაეშურა იმ მამაშვილობის ჰარმონიის აღსადგენად, მამის სიკვდილმა რომ დროებით დაარღვია. ვიცი, ბევრი ითქმება ილია ელოშვილის შესახებ. ახალი საქართველოს მშენებლობაში კახი კალაძესთან და თანაგუნდელებთან ერთად მისი ღირსეული წვლილის შესახებ, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა გაჰყვეს საქართველოს მომავალ თაობებს, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად”, – იხსენებს დათო მაღრაძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” – როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები