LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს, ვიღაც ერთობა მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო.. არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი, არა – თეა გოდოლაძე

272
Untitled design - 2023-02-12T200507.242

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელის საშუალებით მოსახლეობას მიმართავს, არ დაუჯერონ ჭორებს, რომ საქართველოში დიდი მიწისძვრა იქნება.

გოდოლაძე  განმარტავს, რომ მიწისძვრის პროგნოზი შეუძლებელია.

„უმორჩილესად გთხოვთ!  არ აჰყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო!
არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი, არა!“, – დაწერა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში

მოგვიანებით კი კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა.

„სისულელეს ავრცელებენ, დიდი მიწისძვრა იქნება, ვიღაც სეისმოლოგმა, ქურიძემ თქვაო
ამ ქვეყანას სულ 5 სეისმოლოგი ჰყავს. თან ხუთივე ერთმანეთს ვიცნობთ ქურიძე სეისმოლოგო არ გაგვიგია
მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჭორს ავრცელებენ გოდოლაძემაც თქვაო
არ შეიძლება ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება. ძალიან ცუდი ხუმრობაა ეს“!.- აცხადებს გოდოლაძე.

დღეს საქართველოში მესამე მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები