ნუცა ბუზალაძე: „ჩემი მიზანი იყო ჩემი თავის გამოჩენა ამ ქვეყანაში, ახლა არის მიზანი, აქ ბევრი პროექტი მქონდეს, მაქსიმალურად ვიყო დაკავებული…“

416
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავიდა. მან შეძლო და მოხიბლა მსოფლიო ვარსკვლავები, ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლიუკ ბრაიანი, მათგან რჩევებიც და ოქროს ბილეთიც მიიღო, რაც ჰოლივუდში გამგზავრებას და მეორე კასტინგში მონაწილეობას ნიშნავს.

ნუცა ბუზალაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ინტერვიუ მისცა და პირველ კასტინგზე და მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:

„მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძობ ყოველ წამს. ყოველდღე ჰოლივუდზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. იმდენად მქონდა თავში ჩადებული, რომ ეს ასე მოხდებოდა… ყველაფერი შენ თვითონ უნდა მოიძიო, იმუშაო, ყველაფერი გააკეთო. არასდროს არაფერი მეზარება. ყველა კონტაქტსა და შესაძლებლობას ვიყენებ ხოლმე და აქაც ასე გავაკეთე. ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ პროექტში მოხვედრა და რთული გზაა გასავლელი, სანამ იმ ოთახში შესვლა. მინდოდა, ახალგაზრდებისთვის მოტივაცია მიმეცა.

არაფერი მახსოვდა, როგორც მაყურებელმა, ისე ვუყურე.

როცა ჯეი ლოს შემადარეს, ძალიან გამიხარდა. ეგრევე წარმოვიდგინე, ამას საქართველოში რომ გაიგებდნენ, ძალიან გაუხარდებოდათ. ჩვენი გოგოა ჯობიაო, ქართველები წერდნენ, თუმცა არ მინდა, ვინმესთან ვიყო ასოცირებული. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველა ჩემი სახელით მიცნობდეს.

ჩემი მიზანი იყო ჩემი თავის გამოჩენა ამ ქვეყანაში, ახლა არის მიზანი, აქ ბევრი პროექტი მქონდეს, მაქსიმალურად ვიყო დაკავებული…“

„ნეტა ოდნავ მაინც თუ წარმომედგინა 17 წლის ასაკში, რამდენი დაბრკოლება შემხვდებოდა?! მაგრამ, როცა გაქვს ოცნება, სხვა გზა არაა უნდა იბრძოლო“ – ნუცა ბუზალაძე

„ჩემი ბავშვობის ოცნება – ბილეთი ჰოლივუდში აღებულია… უღრმესი მადლობა, ვამაყობ ასეთი მაგარი ქვეყნიდან, რომ ვარ“ – ნუცა ბუზალაძის მიმართვა გულშემატკივრებს

American Idol-ის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლა რეკორდს ხსნის: ამერიკელებმა ნუცას ქართველი ჯეი ლო შეარქვეს

ვიდეო: „შენ ხარ ჯეი ლო საქართველოდან“ – ნუცა ბუზალაძის ნამღერზე კეტი პერი ფეხზე წამოდგა: ნახეთ ქართველი მომღერლის ბრწყინვალე გამოსვლა

ვიდეო: „ბილეთი ჰოლივუდისკენ! ცხოვრებაში რაზეც კი მიოცნებია ეს არის, ღმერთი არსებობს და სასწაულებს ახდენს, უბრალოდ ეს დაიმახსოვრეთ!“ – ნუცა ბუზალაძემ American idol-ის კასტინგი წარმატებით გაიარა

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას