მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბაქოში იმყოფება. ბაქოში გამართული კონცერტის კადრებს ნუცა გამომწერებს უზიარებს.
კადრებში ჩანს, რომ ნუცას ნამღერით აღფრთოვანებულია ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შერზინგერი.
„მიყვარხარ“, – წერს ნუცა ნიკოლ შერზინგერის მისამართით.
აზერბაიჯანელი მომღერალი ემინ აგალაროვი კი ნუცას გამომწერებს ქართულად ესალმება.
„გამარჯობა, როგორ ხარ“, – ამბობს ემინი ქართულად.