ნუცა გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (3 ნოემბრის ნომერი) საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ და ამბობს, რომ შეყვარებული არასდროს ყოფილა:
„ადრე მეგონა, რომ ეს ძალიან მარტივი თემა იყო, ვფიქრობდი, იმდენად მარტივი ვარ, რომ ალბათ, ძალიან მარტივად მომეწონება და მოვეწონები-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ვარ (იცინის). შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და ეს თემა მერთულება. შესაბამისად, საუბარიც მიჭირს. არ შემხვედრია „ჩემი ადამიანი“ და ვფიქრობ, ამიტომ. როცა შემხვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ემოციურად მაშინვე ვიგრძნობ. როცა ეს მოხდება, მგონია, რომ ვერ დავმალავ, რადგან საერთოდ ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, სახეზე მაწერია და მით უმეტეს, დამეტყობა, როცა შეყვარებული ვიქნები…“
