LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „ნუცა, რომელიც მშობლებმა პრინცესასავით გაზარდეს, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა…“

405
ნუცა თოფურია

ნუცა თოფურია ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ პროექტში შესვლით სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან მესმოდა, არასდროს მჯეროდა, რომ ცეკვებში მონაწილეობა ამდენად რთული იქნებოდა. ნუცა, რომელიც მშობლებმა მართლაც პრინცესასავით გაზარდეს, რომელსაც სულ თავზე დაჰფოფინებდნენ და ხელის გულზე ატარებდნენ, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა.

სხვა დროს, ფეხი რომ გადამიბრუნდებოდა,შვიდი კაცი დამადგებოდა თავზე და ცეკვებში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის. გაბზარვა, დაჟეჟილობა, ჰემატომები და ასე შემდეგ, თურმე ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი ვყოფილვარ. სულ მეკითხებოდნენ, ფეხებსა და ხელებში ამდენი ძალა საიდან გაქვსო, ამ დროს ფეხით სიარულიც კი არ მიყვარს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები