LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდირა ჯგერნაია: „ჩემს შვილს დედიკოს გათხოვებაზე რომ ჰკითხოთ, მისი პასუხიდან მიხვდებით, რომ არავისთვის ვემეტები…“

240
ინდირა ჯგერნაია

ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებს“ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს სიყვარულთან დაკავშირებით:

„ჩემზე ამბობენ, რთული ხასიათი აქვსო. სინამდვილეში რთული ხასიათი კი არ მაქვს, პირფერობა არ მიყვარს და აფერისტობა არ შემიძლია. ძალიან პირდაპირი ვარ და მე კი არა, სიმართლეა მწარე. ახლა არ მაქვს „ლავსთორებში“ გახვევის დრო, თუ გამოჩნდება და მივხვდები, რომ ნამდვილად ისაა, კი ბატონო, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თან, უკვე დიდი ვარ, მარტივად ვხვდები, ადამიანს რა უნდა, გამოხედვით ვცნობ, ვხვდები, როდის იტყუება და ამოსუნთქვით ვშიფრავ.

მილიონი პასუხისმგებლობა მაქვს – დედა, ოჯახი, შვილი. მჩატე ისედაც არ ვარ და მით უმეტეს, სპეციალურად ვერ მოვიტყუებ თავს…

ჩემს შვილს დედიკოს გათხოვებაზე რომ ჰკითხო, მისი პასუხიდან მიხვდები, რომ არავისთვის ვემეტები. ერთხელ ამაზე საუბრისას მითხრა, ანუ მამინაცვალი მეყოლებაო?! ავუხსენი, რომ მამინაცვალი მას ჰყავს, ვისაც მამა არ ჰყავს. შენ გყავს მამა, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, ეს სხვა არის-მეთქი. ჯერ პატარაა ამისთვის და ჩემს ცხოვრებაშიც არ არის საჭიროება, რომ ამაზე საუბრით დავსტრესო. თუ ღმერთი ინებებს, ასეთი რამ მოხდეს, მისი წყალობით, ალბათ, ჩემი შვილიც კარგად შეხვდება ამ ამბავს, რადგან საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ქალი მარტო არ უნდა დარჩეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები