მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც პარიზის უნივერსიტეტის ეზოშია გადაღებული და წერს: „ნუცას ხე პარიზის უნივერსიტეტში“.
ნუცა მახვილაძის სახელობის „ნატვრის ხე“ პარიზის უნივერსიტეტის ეზოში იმ ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით დაიდგა, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ამერიკული უნივერსიტეტმა ნუცა მახვილაძის გარდაცვალების შემდეგ, ნუცას სახელობის პრემიაც დააწესა.