LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nudasi Accerssories მომხმარებლებს აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს

113

Nudasi Accerssories მომხმარებელს გვანცა გობეჯიშვილის მიერ შექმნილ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მსურველებს აბადოკების შეძენა 15-30, ხოლოს საყურეების 10-30 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. გარდა ამისა, Nudasi Accerssories-ში ბროშები, ყელსაბამები და სამაჯურებიც არის წარმოდგენილი.

”ყველაფერს ხელით ვქმნი და შეკვეთებს Facebook-ის საშუალებით ვიღებ. მაქსიმალურად ვცდილობ, შემკვეთის ყველა სურვილი გავითვალისწინო და ორიგინალური ნივთები შევთავაზო. გარდა აქსესუარებისა ქუდებსა და ჟაკეტებსაც ვქსოვს”, – განაცხადა გობეჯიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დიზაინერი აქსესუარების შექმნისას, მასალად ხეს, სხვადასხვა ნაჭრებსა და ტყავს იყენებს. როგორც გვანცა გობეჯიშვილმა განმარტა, ყველა ნივთი ექსკლუზიურია და შეკვეთიდან 2-3 დღეში მზადდება.

Nudasi Accerssories-ის პროდუქციის ნახვა, Facebook-ის გვერდის გარდა, მაღაზიაში co.mode+ და “ბუდე”-შია შესაძლებელი.

(https://www.facebook.com/NuDasi-Accesories-1678966319044553/?fref=ts )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები