LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ყარალაშვილი: „კიდევ რომ მომიწიოს „მის სამყაროზე” წასვლა, შეიძლება უფრო ხმამაღლა ვიყვირო”

“ყოველთვის მიხარია, თქვენ რადიოში საკუთარი თავის წარმოჩენა და სიახლეებზე საუბარი; ულამაზეს ქვეყანაში ვიყავი, ლამაზ ადამიანებთან ერთად და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამი კვირა მქონდა ამ 25 წლის მანძილზე; მონაწილეები ძალიან მეგობრულები იყვნენ. დატვირთული რეჟიმი გვქონდა. გვქონდა გადაღებები, სხვადასხვა აქტივობებში ვმონაწილეობდით და საქველმოქმედო საღამოებში; შევიძინე მსოფლიოს მასშტაბით 85 მეგობარი; ზოგადად, სამოდელო სფეროსთან კონკურსებს შეხება არ აქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ “მის სამყარო” იყიდა კომპანიამ “IMG”, რაღაც შემოთავაზებები არის და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემი სააგენტო და ქალბატონი ია კიწმარიშვილი. ამ ეტაპზე საიდუმლოდ შევინახავ რაღაცეებს და როცა გახდება ცნობილი, აუცილებლად გაგაგებინებთ; ცნობილ ვიდეოებზე, გიფებსა და ქიუბებზე ძალიან ბევრი ვიცინე და სხვა კონკურსანტებმაც იცინეს” – ნუკა ყარალაშვილმა “ფორტუნას” ეთერში “მის სამყაროსა” და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გადაცემის ჩანაწერი