LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: “ამერიკაში აღარ მივდივარ, “ბახუტას” ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით, მგონია, ჩვენს შორის ქიმიაა”

27190
BeFunky-collage (6)

მეგაპროექტ “ნიჭიერის” მეათე სეზონის წამყვანები ცნობილია.

შოუს ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი გაუძღვებიან.

ასევე ცნობილია, რომ ნუკი კოშკელიშვილი აშშ-ში წასვლას სწორედ “ნიჭიერის” გამო აღარ აპირებს.

რაც შეეხება გიორგი ბახუტაშვილს, მან “ჩემი ცოლის დაქალები” სულ ახლახანს დატოვა და “ნიჭიერის” გუნდს შეუერთდა.

ნუკი კოშკელიშვილი:

“ამერიკაში აღარ მივდივარ. საქართველოში დავრჩები “ნიჭიერის” დასრულებამდე. სულ ვეძებდი აქ დარჩენის მიზეზს და აი.

ბენს ვუთხარი, გახსოვს, “ნიჭიერი”? ან მე და ან “ნიჭიერი”-მეთქი. აქ დარჩენაზე დამთანხმდა. ჩამოვა და მიგულშემატკივრებს.

რაც შეეხება ბახუტას. არანორმალურად კომფორტული პარტნიორია. მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ განსხვავებული წამყვანები ვიქნებით. სხვა დინამიკა გვაქვს. მგონია, ჩვენს შორის ქიმიაა და ავეწყეთ.

არ გვინდა დადგმული შოუ გამოვიდეს. მაქსიმალურად ბუნებრივები მინდა ვიყოთ. ყოველდღე მეგობრობის დღიურს ვავსებთ. უკვე ბევრი რამ გავიგე ბახუტაზე. ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით.

ახლა უკვე იცით, თუ რისთვის წამოვიდა ცოტნე სერიალიდან. მსახიობი ამბობს, რომ ჩცდ-ში თავი ამოწურა. ახალი გამოწვევით კი კმაყოფილია.

გიორგი ბახუტაშვილი:-“ნიჭიერი” ჩემთვის უცხო არ არის. ერთ-ერთ სეზონში მისი ნაწილი ვიყავი. ახლა სხვა ამპლუაში ვიქნები. ვინც ამ მეგაპროექტს აკეთებს, ამ გუნდთან მუშაობა ნებისმიერ პროექტზე სასიამოვნოა.

თან ისეთი გოგო მყავს პარტნიორად, რომ ძალიან კომფორტულია “ნიჭიერის” წამყვანობა ჩემთვის. სცენაზე, განსაკუთრებით ლაივების დროს, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არის შენი პარტნიორი. მიხარია, რომ ნუკია ჩემი პარტნიორი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები