LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია

134

 გადაცემის სტუმარი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იყო. საუბარი მისი პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

– ნუკი, როგორ ხარ?
– ვარ ძალიან კარგად. წავედი, მოვედი, კიდევ წავალ და სულ კარგად ვარ. ამჯერად მარტო ვარ, ბენი ამ დღეებში დაბრუნდა ნიუ-იორკში.

– მოქალაქე ხარ უკვე ამერიკის?
– შუალედი ვარ, ხმის მიცემის უფლება ჯერ არ მაქვს, დანარჩენი ყველაფერი კანონის ფარგლებში.

რას აკეთებდი ამ პერიოდში საქართველოში?
– ვეცადეთ, რომ დაგვეთვალიერებინა ყველა კუთხე-კუნძული, ვიყავით სიღნაღში, სადაც თავში მომივიდა აზრად, რომ კარგი იქნებოდა გათხოვება, თუმცა ბენმა შემახსენა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი. ზოგადად, ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია.

ორივეს იმდენად გვავიწყდება, რომ დაოჯახებულები ვართ, რომ ხშირად უხერხულ სიტუაციებში ვვარდებით და ერთმანეთი ჯერ ისევ შეყვარებულები გვგონია.

– ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორდით და საქართველოშიც იმიტომ ჩამოხვედი…
– ვერ მოგართვით (იცინის). ჭორი გაავრცელა „მარაომ“, გადაცემა „ანფასში“,  სადაც ჩემი ერთ-ერთი მოყოლილიდან ისე ამოჭრეს, რომ ყველას ეგონა, რომ ჩემი ქორწინება მართლაც დასრულდა. თუმცა მე ასეთი რამეებით მხოლოდ ვერთობი და სკანდალებიც ძალიან მიყვარს.

დაიწყო რეკვა მეორე დღიდან და ჩემი რეაქცია ის იყო, რომ მეცინებოდა. ბენს მოსდიოდა სასაცილო მესიჯები, რომ ჩვენი შერიგებისთვის ლოცულობენ.

– მოგწონს ამერიკა?
– კი, ძალიან.

36cfa1bc-92d9-4b1a-a488-b1fe29e6dd31

– რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში…
– რაც არ ვმუშაობ, ჩვეულებრივად. რატომ არ ვმუშაობ და იმიტომ, რომ საბუთებს ველოდები. თან პირველი წელია დაოჯახებიდან და ვიფიქრე, რომ ქმარს მივხედავ და ოჯახს.

– შენი „მის საქართველოზე“ გამოსვლა თუ უნახავს შენს მეუღლეს?
– ვერ ვნახე შესაბამისი ვიდეო და შესაბამისად არ უნახავს.

– მაშინ ტელეკომპანია „იმედმა“ თავის რჩეულად დაგასახელა…
– ნამდვილად ასე იყო და ძალიან კარგად მახსენდება ეგ დრო. მას მერე ბევრჯერ იყო ჩავარდნები და აღმასვლებიც. მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არავის დამსახურებით არ მიმიღწევია არაფრისთვის, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ოჯახის თანადგომას.

დედამთილი და მამათილი როგორი გყავს?
– არაჩვეულებრივია ორივე.

ქართულ სტერეოტიპთან როგორ არიან?
– განსხვავებულია, ნაკლებად ერევიან ჩვენს პირად ცხოვრებაში, თუმცა მაგალითად ოჯახში თუ ავეჯის ყიდვას ვგეგმავთ, მთელი არსებით აინტერესებთ ყველაფერი. ზოგადად მაღიზიანებს ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართაც, თითქოს დედამთილი ან მამამთილი ცუდია.

– ერთად ცხოვრობთ?
– არა, ყველა ცალ-ცალკე ვართ.

ეჭვიანია ბენი?
– არა, არ არის ეჭვიანი. თაყვანისმცემლებიც არ მყავს, ღმერთმა დამიფაროს.

მეზობლებთან თუ გაქვს კონტაქტი?
– 91 წლის მამაკაცია ჩვენი კარის მეზობელი, რომელიც დაიბადა და დაბერდა მანჰეტენზე. სულ სახლშია და იშვიათად გადის გარეთ. ზოგადად, ქართულ მეზობლობასთან ძალიან შორს არის იქაური მეზობლობისგან.

შენი გაკეთებული კერძები თუ მოსწონს ბენს?
– კი, მოსწონს. ხშირად ვამზადებ რაღაცეებს, მაგრამ ბოსტნეული ძალიან უგემურია. ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული პიურე მოსწონს.

– როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?
– ვეცდები, რომ ჩემს სფეროში რაღაც გამომივიდეს, თუარადა ჩემი საქმიანობა მაქვს, საერთაშორისო ურთიერთობები და იმ სფეროში ვეცდები თავის დამკვიდრებას. მომავალს იმედიანად ვუყურებ.

– შვილის ყოლას თუ გეგმავთ?
– ამ ეტაპზე არა, მომავალში აუცილებლად, ორივეს ძალიან გვინდა.

– რამდენი წლის არის ბენი?
– 37 წლის არის ბენი და მე 26-ის.

– სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
– ბენის ფლორიდის სახლში, სადაც ერთხელ ვარ ნამყოფი.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები