LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „გინდათ ეს სიმშვიდე და სისხლისმსმელ პედოფილ დემონებთან მოკავშირეებად ყოფნა?“

2161
nuki

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველომ ნათელი მხარე უნდა აირჩიოს და პედოფილი დემონების გვერდით არ უნდა დადგეს რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირებაში.

გთავაზობთ ტელესახის სტატუსს ამ თემაზე:

„ჩემი შვილი გუშინ დამალობანას მეთამაშებოდა, ვერ ჩუმდება, ხითხითებს. რომ წარმოვიდგინე ბუჩაში და არამარტო, რა დღეში არიან დედები, როგორ გტკივა, როცა უძლური ხარ და ვერაფრით იცავ შენს შვილს. ამ დროს მოდიან დემონები, არარაობები და აცლიან ბავშვებს კბილებს, აუპატიურებენ უმანკო, უდანაშაულო ბავშვებს.

ნუკი კოშკელიშვილი: რა საძაგლობაა იმის შეგრძნება, რომ უძლური ხარ, ბოლო დღეები უკრაინის გარდა არაფერზე მიფიქრია, ჩვენ რა გვეშველება? თქვენც გეკითხებით

აი, მითხარით, როგორ შეიძლება დაგვეძინოს? გაიხსენეთ, უკრაინა ისეთივე დონის ქვეყანაა, უფრო განვითარებულიც და უფრო მდიდარიც, ვიდრე ჩვენ, ხვალ ეს შეიძლება, ვიყოთ ჩვენ… ამაზე თვალის დახუჭვა, ამის გატარება არ შეიძლება!!!!! ამ ომში საჭიროა, ვიყოთ ნათელ მხარეს და ყველგან ვიკივლოთ, ვიწივლოთ ჩვენს პოზიციაზე!!! თუ არ ამოვიღეთ ხმა, არავინ იფიქროს, რომ რუსეთი მეგობარია და ჩვენ არ მოგვადგება. ისტორიას გადახედეთ… და თუ გგონიათ, რომ სიჩუმე და ნეიტრალიტეტი სიმშვიდეს მოგიტანთ, იმაზე იფიქრეთ, გინდათ ეს სიმშვიდე და სისხლისმსმელ პედოფილ დემონებთან მოკავშირეებად ყოფნა???  მე ვირჩევ დასავლეთს, მე ვირჩევ თავისუფლებას, მე ვირჩევ ნათელ მომავალს!!!“

ნუკი კოშკელიშვილი: „როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს…“

დღეს მქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სწორი, თუ ზედმეტია, ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები: ნუკი კოშკელიშვილი