ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია გიგი უგულავას დაკავების თემაზე საუბრობს. როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი “თავხედურობამდე აქტიური” იყო და ეს მის დაკავებას “განსაკუთრებით არასასიამოვნოს” ხდის.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს
“ადამიანის დაკავება არ არის სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად აქტიურია და თავხედურობამდე აქტიურია. მერე საბაბი შეიძლება გაჩნდეს, რომ, აი, ამიტომ, მისი აქტიურობის გამო მოხდა დაკავება; რომ ჩამოცილება მოხდა ამ პროცესიდან, თორემ ის იზამდა, რასაც იზამდა ანდა სხვებისთვის ეს იყოს დამაშინებელი, რომ სასამართლო იარაღად არ უნდა ვაქციოთ. ამის საბაბი რომ ჩნდება, ეს არის, რა თქმა უნდა, თავისთავად, უსიამოვნო”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ევროპარლამენტარი: საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის...რთულია დაიჯერო, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული
რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
ქანთარიამ ისიც აღნიშნა, რომ 48 მილიონის აღებას უგულავას არავინ აპატიებდა.
“მე რომ 48 მილიონი ავიღო, ვინმე რამეს მაპატიებდა?”- თქვა მან “პალიტრანიუსის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდეს. მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით განესაზღვრა.
გვარამია: კი არ ველოდები, ვიცი…შემდეგი იქნებიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, მერე მე