LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: კი არ ველოდები, ვიცი…შემდეგი იქნებიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, მერე მე

177
fc08cc4b0e011a38f0ece8dc1f6bb096-XL

“შემდეგი იქნებიან “თიბისის” ფიგურანტები, მერე მე, ვინმე თუ დარჩა კიდე მერე ის.”-ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა განაცხადა. ნიკა გვარამია ასევე ამბობს, რომ კი არ ელოდება “დაჭერების სერიის” გაგრძელებას, არამედ იცის რომ ასე მოხდება.

ამასთან, გვარამიამ ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლემ თებერვალში მისი პროცესების ხშირად ჩანიშვნით მას ფაქტობრივად, “მთავარის” დირექტორობა აუკრძალა.

გვარამია შემდეგი შენ იქნები... ბრძოლა გრძელდება - უგულავა განყოფილებაში წავიდა

პოლიციის განყოფილებაში უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება.

“მოსამართლემ თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. არ ვიცი, რას ნიშნავს, პრიორიტეტულობა მის ენაზე მიკერძოებულობას ნიშნავს, როგორც ჩანს იმიტომ, რომ არავითარი წინაპირობები, რომლებიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია, მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი… არავითარი ბევრი აქ შესასწავლი არ არის, მასალის თვალსაზრისით, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესებია, ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს – ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა “მთავარის” დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო იმიტომ, რომ ეს მოწმეების დაკითხვაა, შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია.”-განაცხადა გვარამიამ.

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

როგორც გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში კვირაში მხოლოდ ერთხელ ივლის, თუნდაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის საქმის გრაფიკი დაადგინა. მისი გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის შემდეგ, თებერვალში კიდევ 5 პროცესი ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g